რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა (ვიდეო)

ქალაქ რუსთავში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. შემთხვევის შედეგად, 2 მამაკაცი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერთ-ერთი 36 წლისაა და მას თავის არეში ღია ჭრილობა და ტვინის შერყევა აქვს მიღებული, ხოლო მეორე 50 წლამდე ასაკის მამაკაცია, რომელიც უგონო მდგომარეობაშია და ტრავმული შოკით მოათავსეს სამედიცინო დაწსებულებაში – ამის შესახებ „კვირას“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, მშენებელთა ქუჩაზე, მე-2 საჯარო სკოლასთან მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ,,მერსედესის” მარკის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გარეგანათების ბოძს შეეჯახა. ავარიის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები