გლდანში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

გლდანში მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულე ქალბატონს შეეჯახა. შემთხვევის დროს დაშავებული მცირე დაზიანებებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ „ღუდუშაურის“ კლინიკაში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276–ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც მძღოლის მიერ მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები