მცხეთაში 4 წლის ბავშვი მანქანის ფანჯრიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევას 4 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე, მსუბუქი ავტომობილის ამოტრიალების შედეგად მოხდა.
„კვირას“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, მცირეწლოვანი ბიჭი მანქანის ამოტრიალებისას ფანჯრიდან გადავარდა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. ინფორმაცია „კვირას“ შსს-შიც დაუდასტურეს. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
d33a0d6e1f52 47bfc049d991

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები