ბათუმის საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი დაიღუპა

​ბათუმის 51-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, შენობაში შესვლის დროს, მოქალაქეს ფეხი დაუცურდა და წაიქცა. მიღებული ტრავმა სიკვდილის მიზეზი გახდა. ამომრჩეველი ასაკოვანი იყო.
​​როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ცნობისთვის, ქარელის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე დღეს კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები