თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე ავტომობილი დაიწვა – არის დაშავებული (ვიდეო)

​თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, რაგბის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად ერთ-ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. დაშავებულია მამაკაცი.
​როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები