გორში ავტომობილი 9 წლის გოგონას დაეჯახა

გორში ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 9 წლის გოგონას დაეჯახა. შემთხვევა გუშინ, კომბინატის დასახლებაში მოხდა. გოგონამ მცირე დაზიანებები მიიღო, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ავტომობილის, სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები