ქედაში ჰოლანდიელი მამაკაცი მდინარეში გადავარდა – ტურისტს მაშველები ეძებენ

67 წლის ჰოლანდიელი ტურისტი, მახუნცეთის თაღოვან ხიდთან, მდინარე აჭარის წყალში გადავარდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცი „სელფის“ გადაღებას ცდილობდა, მას ფეხი აუცდა და მდინარეში ჩავარდა.
მაშველები დაკარგულ მამაკაცს უკვე სამი საათია ეძებენ. მუშაობა ადიდებული და ამღვრეული მდინარის პირობებში გართულებულია.
დაკარგულ მამაკაცთან ერთად მისი მეუღლეც იმყოფებოდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები