სტიქიის შედეგად ოზურგეთისთვის მიყენებული ზარალი ნახევარ მილიონ ლარს აღწევს

პირველადი მონაცემებით, ოზურგეთისთვის სტიქიისგან მიყენებული ზარალი ნახევარ მილიონ ლარს აღწევს. ქალაქ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მერიაში უკვე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის.
ქალაქ ოზურგეთში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. სტიქიამ რამდენიმე ქუჩაზე სახლებს სახურავები გადახადა, რის შედეგადაც საცხოვრებელი ფართები დაიტბორა. დაზიანებულია გრიშაშვილის, კალანდარიშვილის, თავისუფლების, ბაქრაძის, მოსკოვის და ნინოშვილის ქუჩებზე მდებარე სახლები.
ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე შექმნილ სიტუაციას ადგილზე გაეცნო და სტიქიისგან დაზარალებული თითოეული სახლი მოინახულა. ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილზე სტიქიის დაწყების დროიდან მუშაობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები