ახმეტელის მეტროსთან ავტობუსი ტექნიკის მაღაზიას შეეჯახა

ახმეტელის მეტროსთან ავტობუსი ტექნიკის მაღაზიას შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, ავტოსაგზაო შემთხვევა მძღოლის ჯანმრთელობის გაუარესებამ გამოიწვია. მძღოლს ავტოპარკის თანამშრომლები მიჰყავდა სახლში.
ავარიის შედეგად ავტობუსის ოთხი მგზავრი მსუბუქად დაშავდა, მძღოლი კი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ მომენტისთვის, მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია, მუნიციპალური ავტობუსი საჯარიმო სადგურზეა გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები