შტაინმაიერი აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას მიესალმება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს თავმჯდომარე ფრანკ- ვალტერ შტაინმაიერი მიესალმება საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. გერმანიის პირველი დიპლომატი მხარს უჭერს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას არ დაუშვას კონფლიქტის ესკალაცია.
„საქართველოს მთავრობა ძალიან პრაგმატულ პოლიტიკას ახორციელებს, რათა კონფლიქტი თავიდან აიცილოს. ჩვენ ამას მივესალმებით. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს და ესკალაცია არ მოხდეს. ამ მხრივ ეუთოს როლი ძალზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა შტაინმაიერმა, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები