კახა კალაძე: GFK-ს კვლევა ლევან თარხნიშვილის მეუღლის მიერ არის შესრულებული

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლევებით მანიპულირებს მისივე თქმით, „ქართული ოცნება” ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელიც ყველა მონაცემებით, 2016 წლის არჩევნებზე დიდი უმრავლესობით გაიმარჯვებს.
კახა კალაძეს აქვს ინფორმაცია, რომ კომპანია GFK-ს კვლევა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან თარხნიშვილის მეუღლემ ჩაატარა, რაც კვლევების შედეგებისადმი ეჭვს ბადებს.
„განსაკუთრებით მანიპულირებს ამით „ნაციონალური მოძრაობა“. ბოლო კვლევები, რაც მათ მიერ იყო ჩატარებული, ლევან თარხნიშვილის მეუღლის მიერ არის შესრულებული. არ ვიცი, რამდენად შეიძლება ამ კვლევას სერიოზულად შევხედოთ. ყველამ იცის, ვინ იყო თარხნიშვილი და რას წარმოადგენდა. ეს ადამიანი წლების მანძილზე ასოცირებული იყო მოსახლეობის ხმების მოპარვასთან. ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გვაქვს და ბევრს დავდივართ საქართველოს მასშტაბით. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ პარტია ,,ქართულ ოცნება დემოკრატიულ საქართველოს” აქვს დიდი მხარდაჭერა და ვფიქრობთ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობით გაიმარჯვებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები