“ვერ ვხედავ ვერანაირ დაბრკოლებას, რომელიც ხელს შეუშლიდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმებულ გეზს”

საქართველოს და ევროკავშირის თანამშრომლობა გეგმის მიხედვით გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა გადაცემა “პოლიტიკაში“ განაცხადა. ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორ უპასუხებდა ელჩი ევროსკეპტიკოსების იმ განცხადებებს, რომლებიც ბრიტანეთის რეფერენდუმის შემდეგ ისმის.
„მინდა ვუთხრა ქართველ ევროსკეპტიკოსებს (ასეთი ბევრი არ შემხვედრია), რომ საქართველოსთან თანამშრომლობა გაგრძელდება, მე ვერ ვხედავ ვერანაირ დაბრკოლებას, რომელიც ხელს შეუშლიდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის შეთანხმებულ გეზს. ბუნებრივია, საქართველოშიც ისმის შეკითხვები და დისკუსია მიმდინარეობს, მაგრამ რადგან საზოგადოებრივი აზრის ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს საზოგადოებაში ევროპისკენ სვლა აშკარად გამოხატული ინტერესია არამგონია, რომ ამ ურთიერთობებს რამე დაემუქროს და ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება ისე როგორ მიმდინარეობდა“, – განაცხადა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები