გიგლა აგულაშვილი თანამდებობის დატოვებაზე: ალბათობა რა თქმა უნდა, არსებობს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი მის გადადგომასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობს.
როგორც გადაცემა „პოლიტიკაში“ მან განაცხადა, ამ თემაზე საუბარი ნაადრევია.
„ყველაფერს აქვს თავისი დრო და ნება მიბოძეთ, ამ კითხვებზე თავის დროზე გაგცეთ პასუხი. ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არის რამდენიმე საათი, შესაძლოა, რამდენიმე დღე კონსულტაციებისთვის, რათა გადაწყვეტილება მივიღოთ“, – განაცხადა გიგლა აგულაშვილი.
კითხვაზე – არის თუ არა იმის ალბათობა, რომ მან პოსტი შეინარჩუნოს, აგულაშვილი აცხადებს, რომ ალბათობა, როგორც მინისტრის პოსტზე დარჩენის, ასევე თანამდებობის დატოვების არსებობს.
„ალბათობა რა თქმა უნდა, არსებობს, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს“, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.