საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტის შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პედრო აგრამუნტს შეხვდა.

როგორც “კვირას” საგარეო უწყებიდან აცნობეს, საუბარი ძირითადად შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, 2016 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და რეგიონში არსებულ ვითარებას.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის და საპარლამენტო ასამბლეის საქართველოზე თანა-მომხსენებლების აქტიური მუშაობისათვის.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით არსებულ ფაქტებზე. ამ კონტექსტში საუბარი შეეხო ხურჩაში, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს და აღინიშნა, რომ დამნაშავე სათანადოდ უნდა დაისაჯოს.
პედრო აგრამუნტმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა გამოხატა. მან ასევე ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციების შესრულების მნიშვნელობას, კერძოდ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული  ტერიტორიების აღიარების უკან წაღებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები