“უფრო ლოგიკური იქნება, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ყრილობა “მატროსოვზე“ ჩაატაროს”

პარტია „თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის“ ლიდერი თამაზ მეჭიაური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ყრილობა დიდგორის ველზე ჩაატაროს, უტიფრობას უწოდებს.

“ეს არის სააკაშვილის მორიგი უტიფრობა, უფრო ლოგიკური იქნება, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ყრილობა “მატროსოვზე“ ან გლდანის ციხეში ჩაატაროს, ან თუნდაც გლდანის ნაგავსაყრელზე“, – აღნიშნა მეჭიაურმა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ყრილობა, შესაძლოა, დიდგორის ველზე ჩაატროს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ყრილობა დიდგორის ველზე ჩაატაროს. შესაბამისი წინადადებით, ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრაზე გამოვიდა. პარტიაში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება მოსწონთ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები