ილკა კანერვა: საქართველომ სასწაულებრივ წარმატებას მიაღწია

ყველა სტანდარტის და კრიტერიუმის დაკმაყოფილების მხრივ
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ილკა კანერვას შეფასებით, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მხრივ, დიდ წარმატებას მიაღწია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ილკა კანერვა გამოეხმაურა ეუთო-ს თავმჯდომარის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებასაც.
„საქართველომ სასწაულებრივი წარმატება მოახდინა ყველა სტანდარტის და კრიტერიუმის დაკმაყოფილების მხრივ და ეს აღსანიშნავია.
შტაინმაიერის განცხადება არის რელევანტური. როდესაც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ასეთი განცხადებას აკეთებს, ეს უკვე პოლიტიკურად ძალიან ნათელი განცხადებაა და თქვენ შეგიძლიათ, ელოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით“,- განაცხადა ილკა კანერვამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, საკითხი ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლეის გადასაწყვეტი რომ იყოს, ერთ საათში გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა.
„ასეთია განწყობა ჩვენი კოლეგა პარლამენტარების, ვინც საქართველოში ჩამობრძანდა. იგივე განწყობა ბრიუსელში ვნახე, სადაც ორი დღის წინ ვიყავი, – ლიდერების, კომისიის, საუბარი გვქონდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელთან. არ არსებობს არანაირი ხელშემშლელი პირობა არც საქართველოს მხრიდან და არც სხვების მხრიდან გარდა იმ ფაქტორისა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ევროსტრუქტურებში არ განიხილება ვაკუუმში, იზოლირებულად მიმდინარე ცხოვრებისგან. მიმდინარე ცხოვრება შედგება ხან ჩვენთვის უფრო სასარგებლო მოვლენებისგან, ხან არცთუ სასარგებლო მოვლენებისგან. რეფერენდუმი ბრიტანეთში. მაგალითად. აღმოჩნდა ერთი კონკრეტული მოვლენა, რომელმაც უკვე დანიშნული საკომიტეტო გადადება გამოიწვია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
1-5 ივლისს, თბილისი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს.
საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმის თემაა: ”25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები