ლინას ლინკევიჩუსი: საქართველო არის ევროპა (ვიდეო)

“საქართველო არის ევროპა” – ამ ფრაზით ასრულებს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ვიდეომიმართვის ტექსტს, რომელიც დღეს გავრცელდა.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიდეომიმართვაში საქართველოსა და მოლდავეთს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლას ულოცავს.
როგორც ლინას ლინკევიჩუსი აცხადებს, ამიერიდან ასოცირების შეთანხმება ხდება მთავარი ლეგალური ინსტრუმენტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებისთვის.
ასოცირების შეთანხმება ხსნის საქართველოს მოსახლეობისთვის ევროპულ ბაზარს. მინისტრი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელშეკრულება ხელს შეუწყობს როგორც მოლდავეთისა და საქართველოს, ისე ევროპის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას.
“მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ეს არის ევროპული გზა და ევროპული პერსპექტივა. დღეს ჩვენს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიუხედავად, ევროპა რჩება მთავარ მოთამაშედ მსოფლიოში როგორც ეკონომიკის, ისე პოლიტიკის სფეროში. საქართველო არის ევროპა. მოლდავეთი არის ევროპა. უკრაინა არის ევროპა”, – ამბობს ლინას ლინკევიჩუსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები