თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
“თელასის” ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: სარაჯიშვილის, ჭედიას, კრუპსკაიას, წერეთლის, კუიბიშევის, ულიანოვის, რიონის, ანდრონიკაშვილის და კაჭარავს ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის III მიკრორაიონის II, III კვარტლების, ძოწენიძის, იმედაძის და უჩანეიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ქეთევან წამებულის გამზირის, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, კასპის და კოშკოვანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ცოტნე დადიანის, ცისარტყელას, ტრაქტორის, ზესტაფონის, ბენდელიანის და ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ბახტრიონის, კუტუზოვის, ცინცაძის, საბურთალოს და გამრეკელის ქუჩების მცხოვრებლებს.
ძალოვანი ტრანსფორმატორის შეცვლის გამო, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ჯავახიშვილის, ნინო ჩხეიძის, თოიძის, წმინდა ნიკოლოზის, ბუხაიძის, გორკის, ციმაკურიძის, ხეთაგუროვის და უშანგი ჩხეიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: საქსოფმანქანის დასახლების, ლილოს დასახლების, გოკიელის, ნაკადულის, სამასი არაგველის და გახოკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კედიას და თევდორე მღვდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საკაბელო ტრასების შემოწმების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის IV, V, VI მიკრორაიონების, ახმეტელის და რობაქიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.