2 აპრილს ამიერკავკასიაში პირველი პარა-ორკესტრი გაიმართება
2 აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა ხიდის“ ორგანიზებით, ამიერკავკასიაში პირველი პარა-ორკესტრი გაიმართება.
ეს იქნება ორკესტრი, სადაც ყველა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი და მოზარდი მიიღებს მონაწიელობას. ისინი დამოუკიდებლად შეასრულებენ მუსიკას სხვადასხვა ინსტრუმენტებზე.
ღონისძიება, 2 აპრილს, დღის 3 სათზე, მუშტაიდის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოძრაობის თეატრში გაიმართება.