თბილისში საჯარო სკოლების ეზოების გამწვანება მიმდინარეობს
საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, თბილისის მასშტაბით არსებული საჯარო სკოლების ეზოების გამწვანება ინტენსიურად მიმდინარეობს.
დღეს დიღმის მასივში, აღმაშენებლის ხეივანში, ნუცუბიძის, თოფურიას, იოსებიძის, ყაზბეგის, ფალიაშვილის ქუჩებზე არსებულ 10-მდე სკოლაში 1560 ხე-მცენარე დაირგო.
მერიის ინფორმაციით, საჯარო სკოლების ეზოების გამწვანების პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის, დარგულია 4000 ფოთლოვანი და 1000 წიწვოვანი ჯიშის ნერგი.
პროექტის ფარგლებში, გასამწვანებელი ფართის მიხედვით, შერჩეულ 60-მდე საჯარო სკოლაში ირგვება როგორც ფოთლოვანი, ასევე წიწვოვანი ჯიშის ნერგები.