თბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
თბილისის ნაწილს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. ელექტროენერგიის შეფერხების მიზეზი კი მთაწმინდის რაიონში გეგმური სამუშაოებია, რომელიც 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შემდეგ რაიონებში ჩატარდება: ალექსანდრე დიუმას, ცინცაძის, პუშკინის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს. აღრიცხვის კვანძის მოწესრიგების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გუდაურის, ჯანაშიას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პეკინის გამზირის, ყაზბეგის გამზირის, სულხან ცინცაძის, კუტუზოვის, საირმის, მიცკევიჩის, შმიდტის, საბურთალოს, იოსებიძის, ხვიჩიას, ბახტრიონის, კოსტავას, ცაგარელის, იყალთოს, გამრეკელის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დოლიძის, ქარელის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს. ისნის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დედოფლისწყაროს, ბადიაურის, ახმეტის, წურწუმიას, ირბახის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში კაბელების გამოკვლევის მიზნით 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის III კვარტლის, მიქელაძის და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.