საკრებულოს მიწის ლეგალიზაციის კომისიის სხდომაზე 101 საკითხი განიხილეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა გაიმართა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ ბექა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მიწის ლეგალიზაციის კომისიის სხდომა საკრებულოში ორშაბათობით იმართება და მას, დეპუტატებისა და განმცხადებლების გარდა, თბილისის მერიის საჯარო რეესტრის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებიან.
საკრებულოს ინფორმაციით, დამატებითი კითხვების შემთხვევაში, სპეციალური ჯგუფი ადგილზე სწავლობს ვითარებას, რის შემდეგაც ხორციელდება გადაწყვეტილების მიღება. აუცილებლობის შემთხვევაში კი, მუშაობის პროცესში დარგის ექსპერტების ჩართვაც ხორციელდება.
დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა 101 განცხადება განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები