სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 17 308 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 17 308 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. შეფერხების მიზეზი ძლიერი ქარია. რაც შეეხება ქალაქ ზუგდიდს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, ჯამში, ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით 6 900 აბონენტია დარჩენილი. გავრცელებული ინფორმაციით, ქარმა სადენები დააზიანა.დენის მიწოდება მოსახლეობას, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები