სოხუმში ზღვიდან გარდაცვლილი ქალის ცხედარი ამოიყვანეს
სოხუმში ზღვიდან ადგილობრივის, 1981 წელს დაბადებული ქალის ცხედარი ამოიყვანეს.
ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ ცხედარი მეთევზეებმა შენიშნეს და უწყებას შეატყობინეს.
მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.