შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე საავიაციო უშიშროების მთავარ სამმართველოს ეწვია(ფოტო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ალადაშვილი საავიაციო უშიშროების მთავარ სამმართველოს ეწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის
ცნობით, დეპარტამენტის თავმჯდომარემ სამმართველოს ხელმძღვანელი პირებისა და თანამშრომლებისგან მათი საქმიანობისა და საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

“დაცვის პოლიციის ხელმძღვანელი თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც იმყოფებოდა, სადაც გაფრენის წინა შემოწმების პუნქტში, მგზავრებისა და მათი ხელბარგის, ასევე, დარეგისტრირებული ბარგის შემოწმების პროცესს გაეცნო.

ამასთან, გიორგი ალადაშვილმა ვიდეომონიტორინგისა და შიდა კონტროლის განყოფილების მუშაობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაციაც მოისმინა და თანამშრომლებთან ერთად სამომავლო გეგმები განიხილა.

აღსანიშნავია, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, თბილისის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებები გადაეცა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები