დავით ქართველიშვილი: აშშ-მა წერტილი დაუსვა კონსპიროლოგიურ თეორიებს, რომ უკრაინის ტრაგედიის დასრულებაში ის თითქოს და “რუსეთის პოზიციებიდან” მოქმედებს
პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-სა და უკრაინას შორის საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრას ეხმიანება. ექსპერტის თქმით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ მას მხოლოდ ამერიკა აღელვებს. დავით ქართველიშვილი მიღწეულ შეთანხმებასაც ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ რუსეთი ამ შეთანხმების იგნორირებას მოახდენს, რადგან წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, რთულად დასაჯერებელი იქნება უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაიცავს.
„Საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე აშშ-მ წერტილი დაუსვა კონსპიროლოგიურ თეორიებს, რომ უკრაინის ტრაგედიის დასრულებაში ის თითქოსდა “რუსეთის პოზიციებიდან” მოქმედებს. ყველაფერში, რასაც ჯერჯერობით აკეთებს ტრამპი, მას პირველ რიგში მხოლოდ “ამერიკა უპირველეს ყოვლისა” აღელვებს.
წმინდა ფორმალურად კი საუდის არაბეთში აშშ-ის და უკრაინის წარმომადგენლებს შორის, მიღწეული იქნა შემდეგი ძირითადი შეთანხმებები:
✅ უკრაინის თანხმობა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე: უკრაინამ გამოხატა მზადყოფნა 30-დღიანი სრული ცეცხლის შეწყვეტისთვის რუსეთთან კონფლიქტში, იმ პირობით, რომ რუსეთიც იმავეს გააკეთებს. ეს შეთავაზება მოიცავს სარაკეტო და დრონული თავდასხმების შეჩერებას მთელ ფრონტზე.
✅ აშშ-ის სამხედრო დახმარების და დაზვერვის მონაცემების გაცვლის აღდგენა: უკრაინის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პასუხად, აშშ-მა გამოაცხადა, რომ გააუქმებს შეზღუდვებს სამხედრო დახმარებაზე და დაზვერვის მონაცემების გაცვლაზე, რომლებიც ადრე შეჩერებული იყო.
✅ უკრაინის მინერალური რესურსების განვითარების განხილვა: მხარეებმა განაახლეს მოლაპარაკებები უკრაინის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მინერალური რესურსების განვითარების შესახებ, რაც ადრე შეჩერებული იყო ობიექტური დაძაბულობის გამო.
დიდი ალბათობით, რუსეთის მხრიდან ადგილი ექნება ამ შეთანხმების სრულ იგნორირებას. მისთვის ძნელი დასაჯერებელი იქნება, რომ უკრაინა და აშშ შეძლებენ ცეცხლის შეწყვეტის პირობების დაცვას, განსაკუთრებით წარსულში მსგავსი შეთანხმებების დარღვევის გათვალისწინებით. ხოლო
აშშ-ს სამხედრო დახმარების და დაზვერვის მხარდაჭერის განახლება რუსეთმა შეიძლება აღიქვას, როგორც საფრთხე საკუთარი უსაფრთხოებისთვის და უკრაინის სამხედრო გაძლიერების მცდელობა.
მინერალების თემა კი რუსეთისთვის მხოლოდ აშშ-ის რეგიონში საკუთარი ინტერესების გაზრდას ნიშნავს და ამაში მას რა უნდა ახარებდეს – გაუგებარია. დრონებით, აქამდე უპრეცედენტო, გუშინდელი უკრაინული თავდასხმის ფონზე, რომელიც კრემლმა დემონსტრაციული “ალიყურის” ჭრილში განიხილა – მით უმეტეს.
ასე რომ, კირ სტარმერისა თუ ურსულა ფონ დერ “ბაიდენის” სიხარული მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე “მნიშვნელოვანი გარღვევის” მიღწევის გამო – სამწუხაროდ უკრაინისთვის, აშკარად გადაჭარბებულია, რადგანაც ამ ორი უკანასკნელი სუბიექტის მიზნებში “მშვიდობა” მხოლოდ რუსეთის “სრულ დამარცხებასთან” არის ასოცირებული – ეს კი ამ ქვეყნის შექმნიდან ყოველთვის და ყველასთვის ჯერჯერობით mission impossible იყო…”- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.