გარდაბნის მუნიციპალიტეტში 2 კილომეტრი სიგრძის მაგისტრალური სარწყავი არხი იწმინდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, ქვემო ქართლში წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, ზემო სამგორის სარწყავი სისტემის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლემშვენიერას ტერიტორიაზე, მცენარეებისა და შლამისგან 2 კილომეტრი სიგრძის ქვემო მაგისტრალური არხი იწმინდება.

ექსპლუატაციის პროგრამით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც დაახლოებით, 400 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

აღდგენილი საირიგაციო არხის მეშვეობით სოფელ ლემშვენიერას მოსახლეობა ისარგებლებს.

სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს, დასრულების ეტაპზეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები