“მორალური ფსკერია, როცა ნაციონალური მოძრაობის წევრი სხვა პარტიას პოლიტიკურ რეპრესიებს აბრალებ” – დავით ჩიხელიძე
“მორალური ფსკერია, როცა ნაციონალური მოძრაობის წევრი სხვა პარტიას პოლიტიკურ რეპრესიებს აბრალებ”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ბოლო სერიაში ლევან სანიკიძე, გუბაზს სასამართლოში უჩივის.
წინასაარჩევნო შეხვედრის დროს, ლევან სანიკიძემ დამსწრე საზოგადოებას შემდეგი სიტყვებით მიმართა, “12 წლის მანძილზე გაიარეთ უმძიმესი დღეები, პოლიტიკური დევნა, რეპრესიები, მაგრამ ზუსტად 2 კვირაში ჩვენ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას” გავყვეთ ლევანიკოს ლოგიკას და დავუშვათ, რომ ოცნებამ მოსვლიდან მეორე დღესვე საშინელი რეპრესიები დაიწყო, ხომ არ ავიწყდება ლევანს, რომ აღნიშნულ პერიოდში გუბაზი ოცნების წევრი იყო, ანუ ლევანის ლოგიკით მამამისი რეპრესიების და პოლიტიკური დევნის პირდაპირი მონაწილე და პოტენციური ავტორი არის. იქნებ ლევანი, მეორე პავლიკ მოროზოვია და მამამისის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მიზნით პროკურატურას მიმართავს? მაგრამ არა, უბრალოდ ლევანი გამოუცდელი პოპულისტია, რომელსაც ენა წინ გაურბის და გონება უკან რჩება!
ლევანიკო კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ პოლიტიკაში დილეტანტების ადგილი არ არის.
პ.ს. მორალური ფსკერია, როცა ნაციონალური მოძრაობის წევრი სხვა პარტიას პოლიტიკურ რეპრესიებს აბრალებ”, – წერს ჩიხელიძე.