დავით მათიკაშვილი „ფარას“ ანალოგზე: ოპოზიციის კრიტიკა არის სრულიად უსაფუძვლო – ის აკრიტიკებს ყველაფერს, რაც მას არ აწყობს, იმავდროულად, რაც მისთვის არის საზიანო, არის ქვეყნისთვის სასიკეთო და ეს არაერთგზის დაადასტურა ფაქტობრივმა გარემოებებმა
„წესები, რომლითაც შეერთებული შტატები 30-იანი წლებიდან დღემდე მაქსიმალურად დაცულია უცხოური გავლენისგან, სწორედ ამ წესებს პირდაპირ გადმოიტანს ჩვენი ქვეყანა,“ – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა პარლამენტში მიმდინარე კვირას ამერიკული „ფარას” პირდაპირი თარგმანის ინიციირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკა არის სრულიად უსაფუძვლო.
„წესები, რომლითაც შეერთებული შტატები 30-იანი წლებიდან დღემდე მაქსიმალურად დაცულია უცხოური გავლენისგან, სწორედ ამ წესებს პირდაპირ გადმოიტანს ჩვენი ქვეყანა. დაადგენს და განსაზღვრავს თუ რა ქმედებას რა შესაბამისი სანქცია მოჰყვება მაშინ, როდესაც ქვეყნის სუვერენიტეტს და მის დამოუკიდებლობას უცხოეთიდან შეეცდებიან ფარულად შემოდინებული თანხებით რაიმე ფორმით ზემოქმედება მასზე მოახდინონ.
ოპოზიციის კრიტიკა არის სრულიად უსაფუძვლო. ის აკრიტიკებს აბსოლუტურად ყველაფერს, რაც მას არ აწყობს. იმავდროულად, რაც მისთვის არის საზიანო არის ქვეყნისთვის სასიკეთო და ეს არაერთგზის დაადასტურა არსებულმა ფაქტობრივმა გარემოებებმა“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.