მიხეილ ყაველაშვილი – როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დავაინიციირეთ, პარლამენტის წევრებმა შექმნეს მავნე გარემო მათი არასამთავრობოებისა და მედიასაშუალებების დახმარებით და, სამწუხაროდ, აშშ-ის ელჩი საქართველოში იყო ის, ვინც წამოიწყო ეს პროცესი, რაც ძალიან სამწუხარო იყო, რადგან მე, როგორც პარლამენტის წევრს, არ შემიძლია კანონპროექტის ინიციირება ჩემს ქვეყანაში მისი განხილვის გარეშე

მე კარგად ვიცნობ ამ საკითხს, რადგან ჩვენ დავიწყეთ ამ კანონპროექტის ინიციირება პარლამენტში. როდესაც ვსაუბრობ ჩემს გამოცდილებაზე ევროპაში, ვფიქრობ საწინააღმდეგო აზრის პატივისცემაზე, ადამიანის უფლებებსა და შემწყნარებლობაზე, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, ფრანგულ Radio Courtoisie-თან ინტერვიუში, „გამჭვირვალობის კანონზე“ საუბრისას.

ყაველაშვილის განცხადებით, კანონპროექტის დაინიციირებისას, ოპოზიციამ თავის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასთან ერთად, შექმნა მავნე გარემო, ხოლო იმჟამინდელი აშშ-ის ელჩი იყო ამ პროცესის წამომწყები. პრეზიდენტის შეფასებით, ეს ძალზე სამწუხარო ფაქტი იყო, ვინაიდან, გამოდის, რომ პარლამენტის წევრს საკუთარ ქვეყანაში ელჩის განხილვის გარეშე არ შეეძლო კანონის ინიციირება.

„ჩემი აზრით, იყო ევროპელი მოქალაქე ნიშნავს, შემეძლოს ინფორმაციის შედარება, რომელსაც რამდენიმე წყაროდან ვიღებ, რათა აზრი ჩამოვაყალიბო. როდესაც ეს კანონპროექტი დავაინიციირეთ, პარლამენტის წევრებმა შექმნეს მავნე გარემო მათი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების დახმარებით. და, სამწუხაროდ, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იყო ის, ვინც წამოიწყო ეს პროცესი, რაც ჩვენთვის ძალიან სამწუხარო იყო, რადგან მე, როგორც პარლამენტის წევრს, არ შემიძლია კანონპროექტის ინიციირება ჩემს ქვეყანაში, მისი განხილვის გარეშე. ისინი მოუწოდებდნენ ახალგაზრდებს, არ წაეკითხათ ეს კანონპროექტი. ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად ყველა უნდა იყოს ინფორმირებული. რატომ ასეთი რეაქცია? იმიტომ, რომ ეს „რუსული“ კანონი იყო. შემდეგ ეს მოსაზრება [„რუსულ“ კანონზე] ერთხმად აიტაცეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიასაშუალებებმა.“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 პრეზიდენტის თქმით, გამჭვირვალობის კანონი არ ეწინააღმდეგება ევროპულ კანონებს, რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ყაველაშვილის განცხადებით, მას არასდროს უთქვამს, რომ რომ აშშ ზურგს აქცევს საქართველოს, ისევე, როგორც ევროპა, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს.

საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების მცდელობებზე, გვერდი აევლოთ ამ კანონებისთვის. ჩვენ მზად ვიყავით მათი განხილვისთვის ყველასთან ერთად. ჩვენი აზრით, გამჭვირვალობის კანონი არ ეწინააღმდეგება ევროპულ კანონებს და ვაცხადებ ამას ადამიანის უფლებების, სამართლის, სახელმწიფოს და კონსტიტუციის პატივისცემის ცოდნით. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, მე არასოდეს მითქვამს, რომ ისინი ზურგს აქცევენ საქართველოს, ისევე, როგორც ევროპა, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს. პოლიტიკურ ჯგუფებს აქვთ საკუთარი ინტერესები განსაკუთრებით ევროკავშირის შიგნით. სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით იყო რეზოლუცია, რომელსაც 500 [ევრო] დეპუტატი აწერდა ხელს, რომლებიც ითხოვდნენ ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას და ამტკიცებდნენ, რომ მას პატიმრობის ცუდი პირობები ჰქონდა, მაშინ, როცა მისი რეალური მდგომარეობა არ იყო გადამოწმებული.” –  განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები