“გამჭვირვალობის კანონის შემდეგ, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია შანტაჟის ქვეშ მოექცა; აბულინგებდნენ მსხვილი ორგანიზაციები, რომლებიც თანხების გასაჯაროებას არ აპირებდნენ” – მაჭავარიანი

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია შანტაჟის ქვეშ მოექცა და მათ აბულინგებდნენ მსხვილი ენჯეო ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარი თანხების გასაჯაროებას არ აპირებდნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

დეპუტატმა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო პროგრამაზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

„შედარებით მცირე „ენჯეოები“, რომლებიც შედარებით ემსახურებიან საქართველოში კეთილი საქმეების გაკეთებას, უფლება არ გვაქვს, იმ შემოსავლის გარეშე დავტოვოთ, რასაც იღებდნენ და საქართველოს ახმარდნენ. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ. უფრო მეტი დეტალი ნელ-ნელა გახდება ცნობილი. ისინი შანტაჟის ქვეშ თუ მოექცევიან და გადაეკეტებათ ის დაფინანსება, რაც ჰქონდათ, რადგან არ აჰყვებიან მავნებელ „ენჯეოებს“, საშუალება ექნებათ, შესაბამის სტრუქტურას მიმართონ. ვისაც სხვა სახის დაფინანსება აქვს, რა თქმა უნდა, შეუძლია, სხვა სახის დაფინანსებით ისარგებლოს. ამ შემთხვევაში, ვსაუბრობთ იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც შეიძლება, ისეთი ბულინგის ქვეშ მოექცნენ, რამაც მათი დაფინანსების შეჩერება გამოიწვიოს. ვისაც ამ პროგრამაში ჩართვა არ სურს და სურს, რომ მთავრობა აკრიტიკოს, თუ სხვა საქმით იყოს დაკავებული, ეს სავალდებულო არ არის და შეუძლიათ, რომ ჩვეულებრივად გააგრძელონ ფუნქციონირება იმ დონორი ორგანიზაციების საშუალებით, რითაც ფუნქციონირებდა, თუმცა გამჭვირვალობა იქაც იქნება საჭირო. იცით, რომ „ფარას“ გადმოტანას ვაპირებთ“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები