ლევან მაჭავარიანი: საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა სავალდებულოა, ეს კანონმდებლობით არის გაწერილი
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის სავალდებულო და ვინც არ ითანამშრომლებს, შესაბამისი კანონიერი პასუხისგება მოუწევს.
“საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არის სავალდებულო, ეს არის კანონმდებლობით გაწერილი და შესაბამისად, კანონის შესაბამისი მკაცრი ზომები იქნება მიღებული, თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ არ ითანამშრომლოს. ამასთან დაკავშირებით, ძალიან კარგი მაგალითი იყო პოლონეთში, როდესაც ყოფილი იუსტიციის მინისტრი არ აპირებდა თანამშრომლობას და შემდეგ უკვე იქ სამართლებრივი მექანიზმები აამუშავეს და, საბოლოო ჯამში, მოუწიათ თანამშრომლობა,” – ამბობს ლევან მაჭავარიანი.