„მოწოდებები ოსეთ – საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებისკენ პოპულიზმია“ – ალან ჯუსოევი
“სანამ სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური ურთიერთობები არ დამყარდება, ნებისმიერი საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნას არანაირი აზრი არ აქვს. ამის შესახებ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ექსპერტმა, საზოგადოებრივი მოძრაობის ლიდერმა „შენი არჩევანი, ოსეთია!“ ალან ჯუსოევმა განაცხადა. ეს გაბცხადება ჯუსოევმა სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ნუგზარ გაბარაევის ოსურ-ქართული თანამშრომლობის საზოგადოების შექმნის ინიციატივაზე საპასუხოდ გააკეთა. „მსგავსი საზოგადოებების დიდი რაოდენობა 1995 წლიდან 2007-2008 წლამდე იყო შექმნილი. ზოგიერთი მათგანის მონაწილე მეც ვიყავი. არაფერი კარგი ამან არ მოიტანა, არანაირი პოზიტიური ცვლილება სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში ან საქართველოსთან ურთიერთობების დალაგებაში არ გამოიწვია. საბოლოო ჯამში 2008 წლის ომი დაიწყო, ამიტომ სახალხო დიპლომატიისკენ მიწოდებები – იმაზე მეტი არ არის, რაც პოპულისტური განცხადებაა“, – განაცხადა ჯუსოევმა.
ჯუსოევის თქმით, ე.წ. რესპუბლიკის ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ნუგზარ გაბარაევმა საზოგადოებრივი ერთიერთობის ფორმით საქართველოსთან ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და სახალხო დიპლომატია ქართულ-რუსულ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას დაუკავშირა.