ალექსანდრე წულაძე: პირადად პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დავიწყეთ მუშაობა უმაღლესი განათლების შემდგომი განვითარებისთვის; სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს უმაღლესი განათლების რეფორმაზე საქართველოში

“პირადად პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მისი ჩართულობით, შეიძლება ითქვას, რომ დავიწყეთ მუშაობა უმაღლესი განათლების შემდგომი განვითარებისთვის. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს უმაღლესი განათლების რეფორმაზე საქართველოში. ძალიან დიდი და გრანდიოზული იდეები გვაქვს”, – ის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა – ალექსანდრე წულაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ერთწლიანი მუშაობის შეჯამებისას, გადაცემაში „იმედის კვირა“ ისაუბრა.

„ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოში 30 ათასამდე მოსწავლემ დაიწყო სწავლა განახლებულ სასკოლო ინფრასტრუქტურაში. შესაბამისად, სრულად განახლდა, შეიძლება ითქვას, რომ თავიდან ბოლომდე აშენდა და რეაბილიტაცია განხორციელდა ასამდე სკოლის.

მეორე მხრივ, ჩვენ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტში, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებში ოცი წლის შემდეგ პირველად მოვახდინეთ ამ დოკუმენტის განახლება. აღნიშნული დოკუმენტი გახდა ორიენტირებული პატრიოტული, ეროვნული სულისკვეთების და ზოგადად, საკაცობრიობო ღირებულებებზე“, – აღნიშნა  წულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები