აზერბაიჯანი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს აწესებს

აზერბაიჯანი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვებს აწესებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, რუსეთის მოქალაქეებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეეძლებათ. გადაწყვეტილება ძალაში 2025 წლის პირველი იანვრიდან შევა. დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა მოაწერა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს არის საპასუხო ნაბიჯი მოსკოვის მიერ აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის რუსეთში მსგავსი შეზღუდვის დაწესების გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები