„ახლა უკვე ეუთოს საპარლამენტო პრეზიდენტი აღიარებს ქართულ ხელისუფლებას და გარკვეული თანამშრომლობის ნაბიჯებს სთავაზობს” – წილოსანი
“ეუთო/ოდირის დოკუმენტი, გარდა იმ ზოგადი სიტუაციური აღწერისა და არჩევნების შეფასებისა, ასევე მოიცავს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც შემდგომში შესასრულებლად არის გათვალისწინებული, ეს ჩვენთვის სამუშაო დოკუმენტია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
„ახლა უკვე ეუთოს საპარლამენტო პრეზიდენტი აღიარებს ქართულ ხელისუფლებას და გარკვეული თანამშრომლობის ნაბიჯებს სთავაზობს. თავისთავად, ჩვენც მიგვაჩნია, რომ იმ რეკომენდაციების გათვალისწინება და მაქსიმალურად მუშაობა ამ დაფიქსირებული ხარვეზების ირგვლივ არის ის სივრცე, სადაც უნდა გაგრძელდეს ჩვენი თანამშრომლობა ეუთოსთან. ეუთო/ოდირის დოკუმენტი გარდა იმ ზოგადი სიტუაციური აღწერისა და არჩევნების შეფასებისა, ასევე მოიცავს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც შემდგომში შესასრულებლად არის გათვალისწინებული, ჩვენთვის სამუშაო დოკუმენტია და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, – აღნიშნავს წილოსანი.