კირცხალია – ზურაბიშვილის შეთავაზებაზე: არის რაღაც ტრაგიკომედიის ჟანრიდან; მე მგონი, რაღაც კლინიკასთან გვაქვს უკვე საქმე
“არის რაღაც ტრაგიკომედიის ჟანრიდან, მე მგონი, რაღაც კლინიკასთან გვაქვს უკვე საქმე”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ “ქართულ ოცნებასთან” მოლაპარაკებების შეთავაზებას გამოეხმაურა.
“არის რაღაც ტრაგიკომედიის ჟანრიდან, მე მგონი, რაღაც კლინიკასთან გვაქვს უკვე საქმე და არაერთხელ ვთქვით, რომ ასეთი აგონია და ასეთი არაადეკვატური განცხადებები, როგორც მისი მხრიდან, ასევე იმ ფანჩატურის სხვა წევრების მხრიდან, რომლებიც თავის თავს ოპოზიციას ეძახიან, უბრალოდ გაუგონარია და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. ეს არის იმ გაიდლაინების პუნქტების გაყოლა, რომელიც აქვს როგორც წინასაარჩევნოდ, ასევე პოსტსაარჩევნოდ ჩამოვიდა და საზოგადოებამაც ეს ძალიან კარგად ნახა”, – აღნიშნავს კირცხალია.