ალექსი პეტრიაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ბელგიაში, ქ.ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს (ევროპის სახალხო პარტია-EPP) ელმარ ბროკს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ევროპარლამენტის მიერ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების, აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტისთვის მზადების საკითხები, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყნების წინაშე მდგარი საგარეო გამოწვევები და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.