“მოკლედ გეტყვით, სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, მკაცრად გააკრიტიკოს თავისი მეგობარი მაკრონი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით გამართა საუბარი ბიძინა ივანიშვილთან”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ კითხვას, “რას ნიშნავს მისთვის სატელეფონო საუბარი, რომელიც ცოტა ხნის წინ შედგა საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარეს ბიძინა ივანიშვილს შორის:.
“ეს შეიძლება მართლა გააკეთოს, რადგან მომსახურების არედანაა გასული. თუმცა ცივილიზებულ სამყაროში ჩვენ გვეიმედება ხალხი, რომ საბოლოო ჯამში იმ არასწორი და უსამართლო დამოკიდებულების მიუხედავად, თუნდაც პარალელურად, ისინი შეეცდებიან საუბარს დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლებასთან, მისი პარტიის დამფუძნებელთან, პარტიის წარმომადგენლებთან, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და ა.შ.“, – აღნიშნა მდინარაძემ.