“ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში ისედაც დგას და იდგება, არაფერი არ შეცვლილა” – ნიკოლოზ სამხარაძე

“ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში ისედაც დგას და იდგება, არაფერი არ შეცვლილა, პროცესი ისევ გრძელდება”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს საკონსტიტუციო ვალდებულებაა.

„ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში ისედაც დგას და იდგება, რადგან ვალდებულებები გვაქვს აღებული, როგორც ასოცირების ხელშეკრულებით, ასევე, ეს არის საკონსტიტუციო ვალდებულება. შესაბამისად, მუშაობა გაგრძელდება. ამ მიმართულებით მოთხოვნა უსაფუძვლოა, არაფერი შეცვლილა, პროცესი ისევ გრძელდება“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები