ბოჭორიშვილი – უნგრეთში ვიზიტზე: განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები

“განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის ის, თუ რა დგას საქართველოს ხელისუფლების გზავნილის უკან და რატომ გაკეთდა ის განაცხადი მოლაპარაკებების საკითხის დღის წესრიგში არდაყენებასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა, რითაც უნგრეთში ვიზიტს გამოეხმაურა.

“კიდევ ერთხელ განვმარტეთ, რომ საქართველოს აქვს ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი. მე მქონდა ძალიან გახსნილი საუბარი იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჟღერდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან და ზოგადად, მომავალში როგორ შეიძლება გავაგრძელოთ მუშაობა იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ნაკლებად იყოს ასეთი გამოწვევების წინ, რა გამოწვევების წინაც დღეს დგას საქართველო,” – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტი უნგრეთის ევროკავშირის პრეზიდენტობის ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები