ალი ბაბევი სააკაშვილის განცხადებას პროვოკაციად აფასებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს აზერბაიჯანელების ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, რუსეთი აზერბაიჯანში ჯარების შეყვანას გეგმავს. როგორც „კვირას“ ალი ბაბევმა განუცხადა, ეს განცხადება იყო მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მორიგი პროვოკაცია. მას მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილს კავკასიაში დესტაბილიზაციის შემოტანა სურს.
„სააკაშვილმა საქართველოში ყველანაირი იმიჯი დაკარგა და იძულებულია ახლა სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობა დაძაბოს. მას სურს, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის მეგობრული ურიერთობა დაძაბოს. თუმცა, მას ეს ილეთები არ გამოუვა. სააკაშვილის ეს ნაბოდვარი, აზრბაიჯანის მინიმეჯლისის დეპუტატებმა არასერიუზულად მიიღეს და მწვავედ გააკრიტიკეს. ამ რამდენიმე დღის წინ 160 ტონა პრუდუქტი გაიგზავნა რუსეთში აზერბაიჯანიდან… რუსეთი და აზერბაიჯანი მჭიდრო ურთიერთობას განაგრძობენ. მე, როგორც საქართველოში აზრბაიჯანის კონგრესის თავმჯდომარე, ვთვლი, რომ ეს არის სააკაშვილის აფერისტული გამოსვლა, – აცხადებს ალი ბაბაევი. იგი „კვირასთან“ საუბრისას, რამდენიმე დღის წინ, ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციასაც შეეხო.
„ევროსაბჭოში მიღებული რეზოლუცია, „ ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი ზარ-ზეიმით მიიღო. მინდა გავახსენო ევროსაბჭოს სახალხო პარტიის წარმომადგენლებს, სად იყვნენ 9 წლის განმავლობაში, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ადამიანის უფლებებს ყოველდღე არღვევდა. რატომ მაშინ არ იღებდა ხმას, ევროსაბჭო? ევროსაბჭოს სახალხო პარტიის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოდიოდნენ და აქ ქეიფობდნენ, მერე აქედან საჩუქრებით მიდიოდნენ. ის არჩევნები, რომელიც 9 წლის განმავლობაში იმართებოდა, გაყალიბებით ტარდებოდა, მაშინ ხმას რატომ არ იღებდნენ…? სახალხო პარტიამ ისიც თქვა, რომ თითქოს სააკაშვილის ხელისუფლების დროს დემოკრატია იყო და ახლა დემოკრატია აღარ არსებობს. ვინმეს დაავიწყდა, სააკაშვილის მმართველობის დროს, როგორ ირღვეოდა ადამიანის უფლებები? სწორედ ის სახალხო პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ტაშით ხვდებოდნენ ევროპარლამენტში . სინამდვილეში კი, საქართველოში დემოკრატია საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დაიბადა. სწორედ ამის შემდგ, ქვეყანაში სამი დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ზეიმი სახალხო პარტიასთან ერთად არის დროებითი, ვურჩევ ევროპარლამენტარებს საქართველოში ჩამოვიდნენ და ნახონ თუ რა დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს. მე როგორც ეროვნებათა უმცირესობის წარმომადგებნელი თავს ვგრძნობ უფრო დაცულად და კარგად ვგრძნობ, ვიდრე ყოფილი ხელისუფლების დროს. თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ უამარავი რამ კეთდება ეროვნული უმცირსობებების წარმომადგენლებისთვის”, – აცხადებს ალი ბაბაევი „კვირასთან“ საუბრისას. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შესაბამისი განცხადება სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ ნიუ იორკში, კონკორდიის სამიტზე გააკეთა.
მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა შემდეგი რამ განაცხადა: „ცოტა ხნის წინ რუსებმა განაცხადეს, რომ ააშენებენ გზას, რომელიც საშუალებას მისცემს, დაღესტნიდან საქართველოს გავლით აზერიბაიჯანში ინტერვენცია განახორციელონ. რუსეთი აზერბაიჯანის დაპყრობისთვის ძალებს აძლიერებს“
სააგენტო „haqqin.az“-თან საუბარში აზერბაიჯანელმა დეპუტატმა სიავუშ ნოვრუზოვმა სააკაშვილის განცხადებას „ფანტაზია“ უწოდა. „რატომ უნდა დაესხას თავს რუსეთი აზერბაიჯანს, როცა ჩვენ სახელმწიფოებს შორის მყარი და კარგი ურთიერთობა არსებობს? პირადად მე, სააკაშვილის განცხადება ფანტაზია მიმაჩნია,“ – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები