ოკუპირებულ აფხაზეთს საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის ანაზღაურების გადასახდელად თანხა არ აქვს

ოკუპირებულ აფხაზეთს საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი თანამშრომლებისთვის, მათ შორის ძალოვნებისთვის, ანაზღაურების გადასახდელად თანხა არ აქვს, – ამის შესახებ ე.წ. ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვლადიმერ დელბამ განაცხადა.

„დღემდე რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ხელფასი საჯარო სექტორის არცერთ თანამშრომელს არ აუღია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყურადღებას ვამახვილებ ძალოვან სტრუქტურაზე, სამართალდამცავ ორგანოებზე. დღეს ისინი დაფინანსების გარეშე არიან როგორც ხელფასის, ისე, რა თქმა უნდა, სხვა სავალდებულო ხარჯების კუთხით“, – აღნიშნა გუნბამ.

მისი თქმით, ხაზინიდან მთელი თანხა რუსეთიდან მიღებული ელექტროენერგიის გადახდაზე მიდის.

შეგახსენებთ, 1-ელი სექტემბრიდან რუსეთმა აფხაზეთს ფინანსური და ეკონომიკური დახმარების ფარგლებში სოციალური დაფინანსება შეუჩერა, რომელიც მასწავლებლების, ექიმებისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის დამატებით გადახდებს ხმარდებოდა. ასევე, შემოდგომა-ზამთრის ენერგო დეფიციტის დროს რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის კომერციული ხარჯებით მიწოდება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები