მიხეილ სააკაშვილი: ალეკო ელისაშვილმა თქვა – „სააკაშვილმა დაამთავრა იქ, სადაც დაამთავრა, ზის ციხეშიო“ – ალეკო, ახლა, შენც მოგიყვანეს ამ ციხეში, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ პოლიტიკური პროვოკაციის მსხვერპლი ხარ

“ალეკომ, რამდენიმე თვის წინ, ტელევიზიით თქვა, „სააკაშვილმა დაამთავრა იქ, სადაც დაამთავრა, ზის ციხეშიო“. ალეკო, ახლა, შენც მოგიყვანეს ამ ციხეში”, – ასე გამოეხმაურა მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავებას.

მისივე თქმით, ელისაშვილი პოლიტიკური პროვოკაციის მსხვერპლია.

„ალეკო ელისაშვილი მოიყვანეს „ვივამედში“… დამამახსოვრდა, ალეკომ, რამდენიმე თვის წინ ტელევიზიით თქვა, რომ „სააკაშვილმა დაამთავრა იქ, სადაც დაამთავრა, ზის ციხეშიო“. ალეკო, ახლა, შენც მოგიყვანეს ამ ციხეში… ზუსტად ვიცი, რომ ხარ პოლიტიკური პროვოკაციის მსხვერპლი და ყველა, ვინც არ გამოხატავს ალეკოს მიმართ სოლიდარობას, ის მერე ხვალ, თვითონ გახდება ასეთი მოპყრობის მსხვერპლი და ასეთი დაჭერის მსხვერპლი.

ნახეთ, რა კომპრომატებს და ცირკებს დგამენ – კეზერაშვილების სახლებში ჩხრეკა, სადაც მრავალი წელია არ ცხოვრობს. ეს ხომ ჩვეულებრივი პროპაგანდის ტრიუკია, იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანონ ძირითადი ბრძოლისგან და ძირითადი ბრძოლა ხართ თქვენ, ძირითადი შიში აქვთ თქვენი, თქვენ ხართ ახლა წამყვანი ყველა ასაკის ადამიანი, მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდობა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები