შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა ნიშნავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლას, ვინაიდან ხელისუფლება არჩეულია ქართველი ხალხის მიერ

“თქვენ იცით ვინ არის მაგნიტსკის სიის ავტორი. ეს ადამიანი ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებდნენ ციხეში, საწამლავი მისცეს. ეს ადამიანი, რომ იჯდა აშშ-ის სენატში მაშინაც ითხოვდა, მაგნიტსკის სიაში ქართველების შეყვანას იმის გამო, რომ ციხეში „სააკაშვილის წამება ხდებოდა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა ნიშნავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლას, ხელისუფლებაზე ზეწოლა ნიშნავს ქართველ ხალხზე ზეწოლას, ვინაიდან ხელისუფლება არჩეულია ქართველი ხალხის მიერ.

„ატყუებდა სენატს ამერიკელ ხალხს, საერთაშორისო საზოგადოებას და ქართველებს. ამ ტყუილს იმეორებდა ბევრი სხვა უცხოელიც. ეს ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც ჩაწერეს. მიხეილ სააკაშვილის წამება დაგვაბრალა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, მოლდოვის პრეზიდენტმა სანდუმ. სტრასბურგის სასამართლო გამოვიდა და თქვა, რომ ეს ყველაფერი არის ტყუილი, რომ ზელენსკი იტყუება, რომ სანდუ იტყუება, რომ მაგნიტსკის ავტორი იტყუება, რომ ევროპარლამენტი იტყუება. ახლა თქვენ განსაჯეთ, ამხელა ტყუილის ავტორის სიტყვას რაიმე ფასი აქვს? მეორე საკითხია, რა არის ამ ადამიანის მოტივაცია. საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა ნიშნავს ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლას, ხელისუფლებაზე ზეწოლა ნიშნავს ქართველ ხალხზე ზეწოლას, ვინაიდან ხელისუფლება არჩეულია ქართველი ხალხის მიერ. მეორე ფაქტი რაც ვიცით არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დადასტურებულად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ საქართველოში შემოგზავნილი ადამიანი. 2021 წელს უკრაინის სამხედრო დაზვერვამ განახორციელა ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, რომლის შინაარსი იყო რომ სააკაშვილი არჩევნების დღისთვის შემოეპარებინათ და მას მოეწყო საქართველოში არეულობა და ხელისუფლების ძალადობრივად მიტაცება. ეს ადამიანი უნდა დარჩეს ისტორიაში, როგორც ადამიანი, რომელიც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებმა შემოაპარეს საქართველოში და ამის შემდეგ რაც ხდება არის მეორე სპეცოპერაცია, რომ რამენაირად დაიხსნან სასჯელისგან, რომელსაც ის იხდის ციხეში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები