ვატო შაქარიშვილი: საქართველოში ძალადობრივი გადატრიალების მცდელობის მორიგი 7-დღიანი ფაზა წარუმატებლად დასრულდა

“საქართველოში ძალადობრივი გადატრიალების მცდელობის მორიგი 7-დღიანი ფაზა წარუმატებლად დასრულდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ერთგვარი ვა-ბანკი, როგორც ქვეყანაში მოქმედი აგენტურული ქსელის, ასევე მათი პატრონების მხრიდან”,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის “ერთიანი ნეიტრალური საქართველო” დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

“ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შედეგად, უკვე დაწყებულია ძალაუფლების გადაბარების პროცესი. დემოკრატების ადმინისტრაცია და მათი მმართველი ძალები ცდილობენ მაქსიმალურად რთული მემკვიდრეობა დაუტოვონ ახალ ადმინისტრაციას. ამაზე მეტყველებს ე.წ. დიფსთეითის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფიგურის, ვიქტორია ნულანდის დანიშვნა ეროვნული დემოკრატიის ფონდის, ანუ “ნედის” დირექტორთა საბჭოში. სწორედ აღნიშნული ფონდის მიერ დაფინანსებული პარტიის, “დროას” ოფისში აღმოაჩინეს სამართალდამცველებმა აქციებზე ძალადობრივი ქმედებებისთვის განკუთვნილი საშუალებები. ჩვენ ვიხილეთ წინასწარ დაგეგმილი და კარგად ორგანიზებული მასშტაბური პროცესი, რომელშიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია, ევროკავშირის ინსტიტუტები, საელჩოები, პოლიტიკური პარტიები, საქართველოს პრეზიდენტი, ენჯეოები, ადგილობრივი და საერთაშორისო მედია საშუალებები,” – აცხადებს ვატო შაქარიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები