შალვა პაპუაშვილი: ამათ ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჰქონდეთ, „ფეისბუქზე“ პოსტის დადება კი არა, პირდაპირ კედელთან მიაყენებენ ყველას ვინც მათ არ ეთანხმება და ტყვიას თუ არა, მაშხალას მაინც ესვრიან

“ამათ ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჰქონდეთ, “ფეისბუქზე” პოსტის დადება კი არა, პირდაპირ კედელთან მიაყენებენ ყველას ვინც მათ არ ეთანხმება და ტყვიას თუ არა, მაშხალას მაინც ესვრიან”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მეთოდი ნეობოლშევიკური იდეოლოგიაა, რომლითაც მხარდამჭერები გაჟღინთეს.

“ერთი საკითხია ვისი სია ქვეყნდება და ჩანს კიდეც, რომ ყალბი სიებია, მაგრამ განზრახვა ხომ არ არის ყალბი? მათი განზრახვა ხომ ტერორია. ქართველი ხალხი იმიტომ გამოვიდა 26 ოქტომბერს, რომ ეთქვა ამ უცხოეთიდან მხარდაჭერილ ძალას არანაირ ძალაუფლებას არ მისცემს. ამიტომ ვამბობდით – ამათ ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჰქონდეთ, “ფეისბუქზე” პოსტის დადება კი არა, პირდაპირ კედელთან მიაყენებენ ყველას ვინც მათ არ ეთანხმება და ტყვიას თუ არა, მაშხალას მაინც ესვრიან. ასე რომ, ვხედავთ ამ ხალხის მეთოდი რა არის, ეს არის ნეობოლშევიკური იდეოლოგია, რომლითაც გაჟღინთეს მხარდამჭერები, სიძულვილია, როგორც მოქმედების მოტივაცია და ამის შედეგი საბოლოო ჯამში არის ის ძალადობა, რომელსაც ვხედავთ. არ ერიდებიან არაფერს, არ ერიდებიან ბავშვებსაც კი, ატერორებენ ბავშვებს სკოლაში, ატერორებენ პოლიციის თანამშრომლების ოჯახის წევრებს, მიდის ღია ზეწოლა საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე. ასე იყო ასი წლის წინაც, ბოლშევიზმი საქართველოს წიაღში იდეოლოგია არ იყო, ესეც გარედან ჩაგვინერგეს, შემოგვიყვანეს ჯარით, სისხლით და დღესაც ვხედავთ, რომ 21-ე საუკუნის ბოლშევიკები გარედან დაფინანსებით, ძალით უნდათ რომ ჩანერგონ საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები