შალვა პაპუაშვილი: თუკი ვიღაცა მართლა ფიქრობს, რომ მაშხალების სროლა პოლიციელებისთვის არის მშვიდობიანი აქცია, ყველა ამ ადამიანს ვუსურვებ, რომ ასეთი მშვიდობიანი აქციები ჰქონდეთ ყოველ დღე საკუთარ ქვეყანაში

“სირცხვილია, როდესაც მშვიდობიანად აფასებ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას და მაშხალებით არტილერიული ცეცხლის გახსნას პოლიციისთვის”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ძალადობის ყოველი მეორე დღე წახალისებული იყო იმ სიჩუმით, რომელსაც საზოგადოება ევროპელი თუ სხვა პოლიტიკოსებისგან ხედავდა.

“თუკი ვიღაცა მართლა ფიქრობს, რომ მაშხალების სროლა პოლიციელებისთვის, ქვების სროლა პოლიციელებისთვის, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლა პოლიციელებისთვის – ეს არის მშვიდობიანი აქცია, ყველა ამ ადამიანს ვუსურვებ, რომ ასეთი მშვიდობიანი აქციები ჰქონდეთ ყოველ დღე საკუთარ ქვეყანაში.
უბრალოდ სირცხვილია, როდესაც მშვიდობიანად აფასებ, მშვიდობიან აქციას უწოდებ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლას და მაშხალებით არტილერიული ცეცხლის გახსნას პოლიციისთვის. სამარცხვინოა უბრალოდ, როდესაც ამას უწოდებ მშვიდობიანს და პირიქით, ზუსტად ის უცხოელი აქტორები, რომ დუმდნენ ამ დროს და არ მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს თუ ორგანიზატორებს, რომ მშვიდობიან ჩარჩოებში დარჩენილიყვნენ, ისინი ამით ახალისებდნენ ძალადობას. სინამდვილეში, ძალადობის ყოველი მეორე დღე წახალისებული იყო იმ სიჩუმით, რომელსაც ჩვენ ვხედავდით ევროპელი თუ სხვა პოლიტიკოსებისგან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები