ნიკა გვარამია სასამართლოზე: არსად შევარდნას არ ვცდილობდი და არავის ვაწუხებდი, ვითხოვდი ჩემს საკუთრებაში არსებული ოფისის ჩხრეკას დავსწრებოდი

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება ადმინისტრაციული წესით დაკავებული ნიკა გვარამიაც, რომელმაც სიტყვით ისარგებლა.

„მე უნდა ვნახო კადრები უწყვეტობით არის თუ არა წარმოდგენილი. „რუსთავი 2“-თან სპეციფიკური ურთიერთობა მაქვს და სწორედ იმის გამო, რომ ვიდეო სწორედ აღნიშნული ტელეკომპანიიდანაა წარმოდგენილი, მაქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, ფაბრიკაციას აქვს ადგილი. გუშინ ან გუშინწინ ჩემთვის რომ რამე ეთქვათ, ან შემძლებოდა ადვოკატებისთვის ხმის მიწვდომა, ალბათ, მოვასწრებდი, რომ ჩემს სასარგებლოდ მტკიცებულებები მექნებოდა წარმოდგენილი. მტკიცებულებას ვნახავ, მაგრამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა რომელიც შსს-მ შემირაცხა, მაინტერესებს სად იდგა ოპერატორი და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტის დაკითხვას მოვითხოვ.

არსად შევარდნას არ ვცდილობდი და არავის ვაწუხებდი, ჩემს საკუთრებაში არსებული ოფისის ჩხრეკა მიმდინარეობდა. ვითხოვდი ღონისძიების ჩამტარებელი გამოსულიყო და ჩხრეკას დავსწრებოდი. თავს დავესხი პოლიციელებს გინებით თუ რა მოხდა? ხომ უნდა მქონდეს დამადასტურებელი მასალების წარმოდგენის საშუალება?… სათვალე დავკარგე ოპერაციის დროს, გუშინ მომიტანეს, არანაირ დოკუმენტს არ ვიცნობ“, – განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები