სპეცრაზმელის დედა – ოპოზიციური არხის ჟურნალისტზე: შემოვარდა, მეგონა ჩემი შვილი იყო მკვდარი, ჩემი მეუღლე ცუდად გახდა, დაეცა და პირთან მიუტანა მიკროფონი და კიდევ ეკითხებოდა რაღაცებს
ერთ-ერთი სპეცრაზმელის დედა, „ქრონიკასთან“ იხსენებს, როგორ მივარდა მასთან ოპოზიციური არხის ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ, ჟურნალისტმა მას შეურაცხყოფა მიაყენა.
„შემოვარდნენ, მეგონა ჩემი შვილი იყო მკვდარი. შეურაცხყოფა მომაყენა, მეუბნებოდა, სხვის შვილს რომ სცემს შენი შვილიო, ახლა რას იტყვიო. ჩემი მეუღლე ცუდად გახდა, დაეცა და პირთან მიუტანა მიკროფონი და კიდევ ეკითხებოდა რაღაცებს. რომ მომივარდა სახლში, ხომ უნდა გაეკითხა ვინ ცხოვრობდა, ორივე ავადმყოფი ცოლ-ქმარი ვართ“, – განაცხადა სპეცრაზმელის დედამ.
რადიკალებმა სპეცრაზმელების სიები გაასაჯაროვეს და სამართალდამცველების ოჯახის წევრებს ბრალდებებით, სახლებში მიუვარდნენ.